Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დუდუ დადიანი: ყველაფერი წარმავალია - გაუხსნელი მკვლელობები
ambebi.ge
21 December 2014, 15:20
კვირის პალიტრის არქივიდან
ამონარიდები:

"ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში, ყველაფერი წარმავალია. ეს ეტაპიც უნდა დამთავრებულიყო ჩემს ცხოვრებაში... სამომავლოდ კონკრეტული გეგმები არა მაქვს, ვიცი, ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით, მათ მზად უნდა შეხვდე, ამისთვის ვემზადები, ვმუშაობ ჩემს თავზე და მთვარეზე გაფრენას სულაც არ ვაპირებ".
დუდუ დადიანის დღიურებიდან


2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლის და) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა, რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.

მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგო BMW-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...
მკვლელობას ბევრი შეესწრო - გასროლამდე წუთით ადრე გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ.
დაახლოებით ერთ საათში შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძე მივიდნენ. ამ დროისთვის პოლიციას უკვე ჰქონდა მკვლელის აღწერილობა.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო. პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე მოგეწონათ სტატია? მოიწონეთ "კვირის პალიტრის" გვერდი Facebook-ზე!
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი